
ლექს-სენი
ლექსო ქავთარაძე 1981 წლის 18 ივლისს თბილისში დაიბადა. სწავლობდა თბილისის მე-4 ქართულ გიმნაზიაში. სწავლის პარალელურად ლექსო გატაცებული იყო მუსიკით: რეპით, ჰიპ-ჰოპით. სკოლის დასრულების შემდეგ, 1998 წელს, სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე განაგრძო. ლექს-სენმა პირველი სიმღერა სტუდენტობისას დაწერა, რომლის პრემიერაც სტუდენტურ დღეებზე გაიმართა. 2001 წელს მისი პირველი ჰიტი „არ თქვა უარი“ გამოვიდა. ამას მოჰყვა ჰიტები: „გაბედულად“, „მინდოდა გამეგო“ და ა.შ. 2002–2005 წლებში ლექსო სტუდია „მაესტროსთან“ თანამშრომლობდა. ამ პერიოდში შეიქმნა ჰიტები: „ხელები მაღლა“, „გაიგე“, „მისაბაძი კაცი“. 2006 წელს კი, მომღერალმა მსმენელს ახალი ჰიტები: „პატრიოტები“, „კოკოითი ფენდარასტ“, „არ იფიქრო“, „თქმა არ შემიძლია“ აჩუქა.[1].
Biography from Last.fm, available under CC BY-SA.
Country: GE
Gender: Male
